პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა

როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება შპს “ბილინგ სოლუშენსის” მიერ

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით შპს “ბილინგ სოლუშენსის” (ს/კ 406297877, რეგისტრირებული მისამართი: ხელოვანთა ქუჩა N14ა/ ვაზისუბნის Iმ/რ, მხატვრობის დას. N4/ ხელოვანთა ქუჩა N14;) (შემდგომში „კომპანია“) არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია იცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია თქვენი თანხმობის საფუძველზე მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება

ჩვენ, შპს “ბილინგ სოლუშენსის” გუნდი, გპირდებით, რომ:
  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

როგორ გიცავთ კანონი

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
  • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
  • ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი. კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო კანონმდებლობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობიდან. აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია. კომპანიას აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ

პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები

ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას და ვაჯგუფებთ მას შემდეგნაირად:
პერსონალური ინფორმაციის ტიპებიაღწერილობა
სახელშეკრულებოდეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ
ლოკაციურიმონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კომპანიამ მოიპოვოს თქვენი თანხმობით, თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან, ან იმ ობიექტის ადგილმდეგარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს
ქცევითიდეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას
ტექნიკურიინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ
საკომუნიკაციოინფორმაცია, რომელსაც კომპანია მოიპოვებს თქვენს შესახებ წერილებიდან, ელექტრონული წერილებიდან კლიენტსა და კომპანიას შორის განხორციელებული სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით.

რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია კომპანიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან.

თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:
  • როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად; აღნიშნული მოიცავს, აგრეთვე, თქვენ შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას სს „თიბისი ბანკისაგან“ ან/და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისაგან კომპანიის წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
  • როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებგვერდებს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს;
  • როცა გვიგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებგვერდზე მომხამრებლების ქცევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებგვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.

ჩვენს ვებგვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:
  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა
  • ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
  • ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მოხდა. ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.
  • ვებგვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.
ვებგვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანხმებით „Cookies გამოყენებას, თუმცა გააგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოთ აღნიშნულ ქმედებაზე.

ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს, თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-ს ფაილებს.

მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ:

  • ვებგვერდის სტატისტიკის საწარმოებლად, პროცესების, ველების და ვებგვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის, აგრეთვე ვებგვერდით სარგებლობის ინტენსივობის გაზრდის მიზნით;
  • ვებგვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით;
  • ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;
  • ვებგვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად;
  • ვებგვერდის და მისი კომპონენტების მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით ადაპტირების მიზნით;
  • თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;
  • იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;
  • ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
  • კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
  • ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;
  • ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
  • საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
  • ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციებსა და კორპორატიულ მმართველობას;
  • მინიჭებული უფლებებისა დანაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად;
  • ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად, თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებგვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად;

ჩვენი მიზანი::

  • მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;
  • პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;
  • ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის კლიენტთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
  • ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენი ინტერესების დაცვის მიზნით, ჩვენ კომპანიის წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ თქვენ მიერ მითითებული ანგარიშის ნომრის სისწორის გადამოწმებას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ სს „თიბისი ბანკს“ ვუზიარებთ თქვენი ანგარიშის რეკვიზიტებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ, იმ პირობით, რომ:
  • ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.
ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, თქვენთვის სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებისა და გაწევისათვის (მათ შორის სხვადასხვა პროდუქტ(ებ)ის შეთავაზებისათვის) აუცილებელი ინფორმაცია (მ.შ. თქვენი პერსონალური მონაცემები), გადავცეთ თიბისი ბანკის ჯგუფის წევრ კომპანიებს, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.

თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.

ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი ინფორმაცია ბიზნესის გადაცემის დროს

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად. ამ შემთხვევაში ჩვენი სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკა.

ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებგვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებგვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.

ვებგვერდზე თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის ან/და სს თიბისი ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პერსონალური ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.

სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.

გაცნობებთ, რომ ჩვენი ვებგვერდის/აპლიკაციის გამოყენებით თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics, Matomo.org, Facebook Pixel. ამასთან, ჩვენ ვიყენებთ VWO Analyze tool, რომლის საშუალებითაც ვამუშავებთ ინფორმაციას ვებგვერდზე/აპლიკაციაში თქვენი ქცევის შესახებ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;

ინფორმაციის დაცვის სხვადასხვა საკითხები

18 წლამდე არასრულწლოვნებს ეკრძალებათ შპს „ბილინგ სოლუშენსის” მომსახურებით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ანგარიში და ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა ჩვენი მომსაუხრებით/პროდუქტით თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის

მესამე მხარე ვებგვერდების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა

წინამდებარე პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან www.invoice.ge-ზე. სხვა ვებგვერდებს, რომლებზე გადამისამართებაც შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდან, საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და მონაცემთა კრებული, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები აქვთ. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე, შესაბამისად მოგიწოდებთ, თქვენი ინფორმაციის გაცემამდე ყურადღებით გაეცნოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკ(ებ)ს.

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ვადით, რა ვადაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად:
  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
  • იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით
  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით
თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.

ცვლილებები ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე პოლიტიკა. პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე / აპლიკაციაში და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ამასთან, წინამდებარე პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. თქვენი ვალდებულებაა, პერიოდულად შეამოწმოთ პოლიტიკა.

თქვენი უფლებები

    თქვენ უფლება გაქვთ:
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში;
  • ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა გვაცნობოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@invoice.ge; ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების დამუშავება; თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვთ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
  • უარი განაცხადოთ ავტომატური საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მონაცემების გამოყენებაზე (მათ შორის პროფაილინგზე), რასთან დაკავშირებითაც წერილობით უნდა გვაცნობოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@invoice.ge; ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების ამგვარი დამუშავება;
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:
info@invoice.ge
tel: _995 599 225 224

მარკეტინგი

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად.

ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით

ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ასეთი მოთხოვნის დაფიქსირება შეგიძლიათ მარკეტინგული შეტყობინების შემცველი შეტყობინების ბოლოს, გამოწერის გაუქმების (unsubscribe) ღილაკის მონიშვნით.

ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის..

ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:
info@invoice.ge
tel: _995 599 225 224

თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

ასევე წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.